ავტორის შესახებ
რიჩარდ ბახი (ინგლ. Richard Bach) (დ. 23 ივნისი, 1936 ) – პილოტი და საავიაციო მწერალი.
ცნობილი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის შორეული შთამომავალია. 1955 წელს დაამთავრა ლონგ-ბიჩის სახელმწიფო კოლეჯი. მას ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, მათ შორის: „ერთი“, „ილუზია“, „აქედან ჩემი აზრი“, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ძირითადად ფილოსოფიურია და ეხება ფრენას. მას დიდი წარმატება მოუტანა ნაწარმოებმა „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ (1970), 2 წელიწადში გაიყიდა მილიონი ეგზემპლარი. მასზე ასევე გადაიღეს ფილმი.