ავტორის შესახებ
ელენე ხარაბაძე ( დ. 23 თებერვალი, 1944 ) – ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
დაამთავრა დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით 1966 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ასპირანტურა 1972 წელს. 1969-2006წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზისკათედრის ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი, უფროს მასწავლებლად და დოცენტად. 1992-1997წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის კათედრის გამგე; 2006, 2009 და 2012 წლებში კონკურსის წესით არჩეულ იქნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვისადა აუდიტის კათედრის პროფესორად და კათედრის ხელმძღვანელად; 2007-2009წწ. იყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2009-2012წწ. დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; არის 90-მდე ნაშრომის ავტორი.