ციფრული ბიბლიოთეკა

ნადია (ნადეჟდა) შალუტაშვილი

1918 - 2011

ავტორის შესახებ

ნადია (ნადეჟდა) შალუტაშვილი ( დ. 24 სექტემბერი, 1918 – გ. აგვისტო, 2011 ) – პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1974), პროფესორი (1975).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1946 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში). მთავარი ნაშრომები: "ა. ნ. ოსტროვსკი ქართულ სცენაზე" (1958), "ძმები ზანდუკელი-სანდუნოვები" (1965), "მეგობრობის გზებით"(1978), "გიორგი დავითაშვილი" (1970), "გიორგი ერისთავი და თეატრი" (1979) და სხვა.