ავტორის შესახებ
კარლ სტიგ-ერლანდ ლარსონი ( დ. 15 აგვისტო 1954, სკელეფტეჰამნი, შვედეთი – გ. 9 ნოემბერი 2004, სტოკჰოლმი, შვედეთი ) – ცნობილი როგორც სტიგ ლარსონი – შვედი ჟურნალისტი და მწერალი. ცნობილია მილენიუმის ტრილოგიის დეტექტიური რომანებით, რომლებიც 2004 წელს გულის შეტევით მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, ესენია: „გოგონა დრაკონის ტატუთი“, „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“ და „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“. შვედეთში ტრილოგიის სამივე წიგნის ეკრანიზაცია გადაიღეს, აშშ-ში კი მხოლოდ პირველი ნაწილის კინოადაპტაცია შედგა. მილენიუმის ტრილოგიაზე მუშაობა გააგრძელა დევიდ ლაგერკრანცმა, რომელმაც სერიას სამი რომანი შემატა. ლარსონმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი სტოკჰოლმში გაატარა.