ავტორის შესახებ
რობერტ მესხი ( დ. 29 მარტი, 1973 ) – პოეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს. ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1989 წლიდან. 1997-2000წწ. მუშაობდა გაზეთ "აფხაზეთის ხმაში", 2000 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს. არის სსუ-ს დოქტორანტი. მისი ლექსები შესულია სხვადასხვა კრებულებში. 2001 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული "აპრილი უშენოდ" (რედაქტორი – ოთარ მიქაძე); 2004 წელს – "წაშლილი ბაიათი" (რედაქტორი – ვახტანგ ღლონტი); 2008 წელს – "ნიჟარები" (რედაქტორი – მარინე ტურავა); "მთვარე და ქუჩა" (2010), "მზის რაფსოდია" (2013); მონაწილეა და ნომინანტია ლიტერატურული კონკურსებისა "შოთაობა", "წერო" და სხვა.