ციფრული ბიბლიოთეკა

ბორის გერასიმოვი

ავტორის შესახებ

ბორის გერასიმოვი – თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, დაიცვა დისერტაცია და მიწვეულ იქნა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრაზე მეცნიერ–მუშაკად, ხოლო შემდგომ აირჩიეს კათედრის გამგედ და ათეული წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი იყო. იგი არაერთი ცნობილი ქართველი მევენახე–მეღვინის აღმზრდელია.

ახალგაზრდობაში, წარმატებული სპორტსმენი იყო. იგი გამოდიოდა სპორტ–კლუბ "სინათლის" კალათბურთელთა გუნდში – იყო საქართველოს პირველი საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველი საერთაშორისო მატჩების მონაწილე, შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ტანვარჯისა და მძლეოსნობაში. ტანვარჯიშში იგი საქართველოსა და ამიერკავკასიის ეგიდით გამართული შეჯიბრებების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი იყო. მძლეოსნობაში, შუბის ტყორცნაში 1948 წლამდე რეკორდის მფლობელი გახლდათ.