ავტორის შესახებ
იენ რასელ მაკიუენი ( დ. 21 ივნისი, 1948 ) – ინგლისელი მწერალი და სცენარისტი, სომერსეტ მოემის, ბუკერისა და იერუსალიმის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი. 2008 წელს ჟურნალმა „The Times“-მა მაკიუენი დაასახელა „1945 წლიდან 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალს“ შორის, ხოლო „The Daily Telegraph“-მა მწერალს „ბრიტანულ კულტურაში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის მე-19 ადგილი მიანიჭა.