ავტორის შესახებ
ჯონ მილტონი ( დ. 19 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1608 – გ. 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1674 ) – ინგლისელი პოეტი, მწერალი, პოლემიკოსი და გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო მოღვაწე. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ეპიკური პოემა დაკარგული სამოთხე. ასევე აღსანიშნავია მილტონის ტრაქტატი ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შესახებ – არეოპაგიტიკა.