ავტორის შესახებ
ამარტია სენი ( დ. 3 ნოემბერი, 1933, შანტინიკეტანი, ბრიტანეთის ინდოეთი ) – ინდოელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1998), მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჰუმანური განვითარების თეორიის, კეთილდღეობის ეკონომიკის, სიღარიბის განმპირობებელი მექანიზმების კვლევასა და პოლიტიკურ ლიბერალიზმში. სწავლობდა კალკუტის უნივერსიტეტის პრეზიდენსი-კოლეჯსა და კემბრიჯის უნივერსიტეტში.