ციფრული ბიბლიოთეკა

თინათინ ხომერიკი

ავტორის შესახებ

თინათინ ხომერიკი – 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი. 2013 წელს იმავე უნივერსიტეტში მიიღო ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2023 წელს უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის ინტერდისციპლინური კვლევის მიმართულებით, სათაურით: „ვერნაკულური საფრთხე და უსაფრთხოება თბილისში "ვარდების რევოლუციის" შემდგომ თბილისში“ და მიენიჭა კულტურის კვლევების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2016- 2022 წლებში მუშაობდა მიწვეულ ლექტორად GIPA-ში, უძღვებოდა სამაგისტრო კურსს ზეპირ ისტორიაში. 2018-2022 წლებში იყო მოწვეული ლექტორი თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში, სადაც ანთროპოლოგიის ზოგად საგანმანათლებლო კურსს უძღვებოდა. 2023 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. უძღვება ანთროპოლოგიის საბაკალავრო კურსსა და სადოქტორო კურსს „სადისერტაციო კვლევის მომზადება“. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მკვლევრის რანგში თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მისი მიმდინარე კვლევითი ინტერესებია: ურბანული ანთროპოლოგია, უსაფრთხოება, ცოდნის პროდუქცია, ნდობა და უნდობლობა. კვლევისა და სწავლების პარალელურად, წერს და თარგმნის სხვადასხვა ადგილობრივი საზოგადოებრივი გამოცემისათვის.