ავტორის შესახებ
პუბლიუს ვერგილიუს მარონი ( დ. 15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 – გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19 ) – რომაელი პოეტი, რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბე. დღემდე მოღწეულია მისი სამი თხზულება: „ბუკოლიკები“, „გეორგიკები“ და „ენეიდა“. ამ უკანასკნელი პოემით ვირგილიუსი შეეცადა შეექმნა ჰომეროსის „ილიადისა“ და „ოდისეის“ რომაული პარალელი.