ავტორის შესახებ
კობო აბე ( დ. 7 მარტი. 1924, ტოკიო – გ. 22 იანვარი. 1993, იქვე ) – იაპონელი მწერალი. მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები – „კედელი“ (1951, აკუტაგავას პრემია), „მხეცები მიეშურებიან შინ“ (1957) და ფილოსოფიური ტრაგედია – „ქალი ქვიშაში“ (1963), „უცხო სახე“ (1964), „დამწვარი რუკა“ (1967), რომლებსაც აერთიანებს პრობლემა – ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად. აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის („გამყინვარების მეოთხე პერიოდი“, 1959), პიესების და მოთხრობების ავტორია.