ავტორის შესახებ
ალექსანდრე ღონღაძე ( დ. 19 ნოემბერი, 1950 – გ. 9 თებერვალი, 2025 ) – თანამდებობის პირი, მეცნიერი, ფიზიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორი მკვლევარი; 1987-1988წწ. მეცნიერ–თანამშრომელი, 1988-1999წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1999 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1970-1993წწ. იყო საქართველოსა და ფინეთის აკადემიების ერთობლივი სამეცნიერო პროექტის "ROTA" მუშა ჯგუფის წევრი. 2005-2007წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2008-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. დაცული აქვს საკანდიდატო (1978) და სადოქტორო (1999) დისერტაციები. ფიზიკის ინსტიტუტის მათავარი მეცნიერ თანამშრომელი.