ციფრული ბიბლიოთეკა

ლიანა ბითაძე

1951 -

ავტორის შესახებ

ლიანა ბითაძე ( დ. 11 ივნისი, 1951 ) – ქართველი ანთროპოლოგი, ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი .

1976 წელს დაამთავრა კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1970-1968 წლებში ტომსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის ლაბორატორიის პრეპარატორი. 1978-1976 წლებში კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის ლაბორანტი. 1981-1978 წლებში კემეროვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი. 1978-1982 წლებში კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი. 1987-1988 წლებში კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1988-1991 წლებში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გვიანბრინჯაოს ადრერკინის ხანის არქეოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1998 წლებში დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის აღწარმოების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-2000 წლებში საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დემოგრაფიის დაპარტამენტის ოჯახის დაგეგმარებისა და სამედიცინო დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი. 1998 წლიდან ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.