ავტორის შესახებ
გულნარა სტურუა ( დ. 25 დეკემბერი, 1936 ) – მწერალი.
1958 წელს სწავლას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომში სწავლას განაგრძობს ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით. სამოცდაათიან წლებში ცხოვრობდა უნგრეთსა და გერმანიაში, სადაც აგრძელებდა საბიბლიოთეკო საქმიანობას. 1984 წლიდან 22 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილსის უცხო ენათა ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორად. 70-იან წლებში აქტიურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2000-2005 წლებში წარმატებით ხელმძღვანელობს საქართველოში საბიბლოთეკო კვირეულის ჩატარებას. გამოქვეყნებული აქვს 150 მეტი სტატია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.