ავტორის შესახებ
ბორის ვიანი ( დ. 10 მარტი, 1920, ვილ-დ'ავრე – გ. 23 ივნისი, 1959, პარიზი ) – ფრანგი პროზაიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი, კრიტიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ჯაზის მუსიკოსი და მომღერალი. თუმცა ყველაზე მეტად მისი ნოველების გამო გახდა პოპულარული.წერდა არა მარტო თავისი სახელით, არამედ 24 ფსევდონიმით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნონ სალივანი.ვიანს დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ ჯაზზე,აქვეყნებდა რა უამრავ რელიზს და კრიტიკულ სტატიებს როგორც ფრანგულ ისე ამერიკულ ჯაზზე. წერდა სხვადასხვა გაზეთებისთვის (Le Jazz Hot, Paris Jazz). მისი სიმღერები პოპულარობით სარგებლობდნენ მის სიცოცხლეში.39 წლის ბორის ვიანმა მოასწრო დაეწერა 10 ნოველა, 42 მოთხრობა, 7 პიესა, 400 სიმღერა, 4 ლექსების კრებული, 6 ლიბრეტო, 20 თარგმანი და დაახლოებით 50 სტატია.