ციფრული ბიბლიოთეკა

სოფიო ღლონტი

1983 -

ავტორის შესახებ

სოფიო ღლონტი ( დ. 3 თებერვალი, 1983 ) – მსახიობი, პოეტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 2004 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 2006 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქალაქ თბილისის პანტომიმის თეატრში, ქალაქ რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობად, გამომცემლობა "ქართული ელიტას" ჟურნალისტად, ტელევიზია "ნტვ" საავტორო გადაცემის ("ანი და ჰოე") წამყვანად, ბავშვთა გასართობ ცენტრში - ანიმატორად. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "ზამთარგამოვლილი ბაღი" (2012), "გოლგოთას ღამე" (2019).