ავტორის შესახებ
ვლადისლავ ხოდასევიჩი ( დ. 1886 ) – დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი წიგნი - „ახალგაზრდობა“ გამოსცა 1908 წელს. სიჭაბუკეშივე გაიცნო ანდრეი ბელი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა პოეტზე. 1920 წელს გამოიცა ვლადისლავ ხოდასევიჩის უმნიშვნელოვანესი წიგნი „მარცვლის გზით“. 1922 წელს პოეტი მიემგზავრება ემიგრაციაში, ცხოვრობს ჯერ ბერლინში, შემდეგ - პარიზში. 1927 წელს გამოიცა ასევე მეტად მნიშვნელოვანი კრებული „ევროპული ღამე“. ვ. ხოდასევიჩი გარდაიცვალა 1939 წელს პარიზის სიახლოვეს, დაკრძალულია იქვე. ვლადისლავ ხოდასევიჩი სადღეისოდ მიჩნეულია „ვერცხლის საუკუნის“ ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პოეტად.