ავტორის შესახებ
აიზეკ აზიმოვი ( დ. 1920, პეტროვიჩი, რუსეთი – გ. 6 აპრილი, 1992, ნიუ-იორკი ) – რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი. სიცოცხლის მანძილზე იგი რობერტ ჰაინლაინთან და არტურ კლარკთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულის“ წევრად ითვლებოდა. აზიმოვის შემოქმედება 500-ზე მეტ წიგნს მოიცავს. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, მის კალამს ეკუთვნის მისტიკისა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, ასევე არამხატვრული ტექსტები.



