ციფრული ბიბლიოთეკა

შალვა სიხარულიძე

ავტორის შესახებ

შალვა სიხარულიძე – ასოცირებული პროფესორი, ბოტანუკური ბაღების სტრატეგიისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

1976 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი. 1985 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი) დაიცვა დისერტაცია ბოტანიკის დარგში. 1976-1999 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999-2008 წლებში – ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, 2008-2011 წლებში კი – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორია.