ციფრული ბიბლიოთეკა

იზოლდა ხოხაშვილი

ავტორის შესახებ

იზოლდა ხოხაშვილი – ასოცირებული პროფესორი; სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1983-1986 წლებში ამავე სპეციალობით სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1986-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2009-2012 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ბიოტექნოლოგიის მიმართულებით. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი, არის ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, სამი სადოქტორო და 7 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. არის საერთაშორისო ბიოქიმიკოსთა საზოგადოების წევრი.