ციფრული ბიბლიოთეკა

მარგერიტ იურსენარი

1903 - 1987

ავტორის შესახებ

მარგერიტ იურსენარი ( დ. 8 ივნისი, 1903, ბრიუსელი – გ. 17 დეკემბერი, 1987, მაუნტ-დეზერტი, მენი ) – ფრანგი მწერალი. დაიბადა ბელგიაში, ნამდვილი გვარია კრეიანკური (Crayencour). ფსევდონიმი წარმოადგენს მისი ნამდვილი გვარის ანაგრამას. 1939 წლიდან იგი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, 1947 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. მარგარიტ იურსენარი უნიკალური ფიგურაა ფრანგულ ლიტერატურაში — პირველი ქალი, რომელიც საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა და ამით ორსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია, რომლის მიხედვითაც ქალებს არ უშვებდნენ „უკვდავთა“ საზოგადოებაში.