ავტორის შესახებ
კონსტანტინოს კავაფისი – ასევე ცნობილი, როგორც კონსტანტინე ან კონსტანტინოს პეტრუ კავაფისი ( დ. 29 აპრილი [ძვ. სტ. 17 აპრილი] 1863 – გ. 29 აპრილი, 1933 ) – ბერძენი პოეტი, ჟურნალისტი და სამოქალაქო მოღვაწე. ცნობილია პოეტურობის განსაკუთრებული მანერით, სტილითა და ინდივიდუალიზმით, რითაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ბერძნულ, ისე – დასავლურ ლიტერატურაში.


