ავტორის შესახებ
ბიძინა მინდაძე ( დ. 1940 – გ. 1991 ) – ექიმი, მეცნიერი, პოეტი.
1972-1979წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, პროფილაქტიკური მედიცინის, სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტად; მისი დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე 1960 წელს შედგა, როდესაც სალიტერატურო პერიოდიკაში გამოაქვეყნა პირველი ლექსები. იგი თერთმეტი პოეტური კრებულის ავტორია, მათ შორისაა: "თბილი თოვლი", "მესამე ზარი", "სახელები", "უპირველეს სიყვარულს", "მიზეზი ლხინთა ლევისა..."; მის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების კრებულები "ორი ჭიანჭველა" და "ეკამ ვარდი დახატა". არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფიისა- "ნერვული სისტემის მემკვიდრული დაავადებები" (1987). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1979), ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი მინდაძის შვილი.


