ავტორის შესახებ
თეიმურაზ საყვარელიძე ( დ. 1931 ) – ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების ისტორიკოსი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1966).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1955-1958წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში; 1983-1999წწ. იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია; სამეცნიერო კვლევის საგანია შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნება და ქართული ხუროთმოძღვრება; არის მრავალი მონოგრაფიისა და გამოცემის რედაქტორი.


