ნაშრომში, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურისა და სამეცნიერო მიმოქცევაში ჩვენს მიერ შემოტანილი ახალი საარქივო დოკუმენტური მასალების საფუძველზე მონოგრაფიულად არის შესწავლილი საციციანოს ისტორია XV საუკუნიდან XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე. ნაჩვენებია სათავადოს ისტორიული როლი ქართლის სამეფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.