"წიგნში" შედის სხვადასხვა ციკლის მოთხრობები. ამ მოთხრობებში მთელი ქართული ლიტერატურის ცნობილ პერსონაჟებს შეხვდებით. ოღონდ აქაური ლუარსაბ თათქარიძე ცოლის სიკვდილის შემდეგ ომში მიდის, ილია ჭავჭავაძე დოქტორ უოტსონს თარჯიმნობს, ვარსქენ პიტიახშის კუბოს მეფე ერეკლე და ვახტანგ გორგასალი ერთად მიჰყვებიან.