ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ნუმიზმატიკა და ბონისტიკა

გამოცემის წელი2023
გამომცემლობა
რედაქტორიგიორგი ცაავა

წინამდებარე სახელმძღვანელოში ლოგიკური თანმიმდევრობით არის გადმოცემული ნუმიზმატიკის და ბონისტიკის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ნუმიზმატიკის და ბონისტიკის განვითარების ძირითადი ეტაპები; ფულის წარმოშობის ისტორია; ქაღალდის ფულის წარმოშობის ობიექტური წინაპირობა; პირველი ფულის ნიშნები და სამონეტო ბაზარი საქართველოში; პირველი ქართულწარწერიანი მონეტები; საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან; ქართულ-ბიზანტიური მონეტები და ნუმიზმატიკის „სპილენძის ხანა საქართველოში; ვერცხლის კრიზისის დასასრული და ქართული სამონეტო ბაზარი XIII-XIV საუკუნეებში; თუმანი, აბაზი, შაური და ერეკლე II-ის „სირმა აბაზი"; საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან X-XV-XVIს საუკუნეებში; რუსულ-ქართული ფულის ემისია; რუსული ფული საქართველოში (1834-1917 წლები), ძველებური ევროპული მონეტები; ქაღალდის ფული საქართველოში 1918-1924 წწ; საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ფული; საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონები; საქართველოს ეროვნული ვალუტა; საქართველოს ეროვნული ბანკის საიუბილეო, საკოლექციო და ოქროს საინვესტიციო მონეტები; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფულადი ნიშნები.