ნაშრომი წარმოადგენს მეორე ნაწილს ვრცელი მონოგრაფიისა, რომელიც მიზნად ისახავს ცხინვალის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების შესწავლას XIX საუკუნის ბოლო წლებიდან XX საუკუნის ჩათვლით. მთლიანობაში მონოგრაფია მოიცავს ქართულ-ოსური (ნაწ. I) თუ ქართულ-ებრაული (ნაწ. II) კულტურული თანაცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს.