ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ძველი აღთქმის აპოკრიფული (არაკანონიკური) წიგნების ქართული ვერსიები, წ. 2

გამოცემის წელი1973
გამომცემლობამეცნიერება

1970 წელს X-XVIII საუკუნეების ყველა არსებული ქართული ხელნაწერის მიხედვით ავტორმა გამოაქვეყნა ძველი აღთქმის
ექვსი აპოკრიფული (არაკანონიკური) წიგნი: „წიგნი ეზრა ზორობაბელისი“ (I ეზრა), „ტობისი“, „სიბრძნე სოლომონისი", „ბარუქი", „ეპისტოლე იერემიაისი„, „წიგნი ეზრა სუთიელი“ (III ეზრა). წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გამოკვლევას, რომელიც
მიზნად ისახავს ძველი აღთქმის ამ ექვსი არაკანონიკური წიგნის ქართული ვერსიების ურთიერთთან და უცხოენოვან წყაროებთან
(ბერძნული, სომხური, სირიული, ლათინური, სლავური) შედარების შედეგად გაარკვიოს ქართული თარგმანების მომდინარეობისა
და სხვადასხვა რედაქციების წარმოქმნის საკითხები.