ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მორალური თვითგანვითარების საფუძვლები

გამოცემის წელი2022
გამომცემლობააკადემიური წიგნი
რედაქტორიმაია ღამბაშიძე

წიგნის მიზანია მკითხველს დაეხმაროს საკუთარი პიროვნების მორალურ განვითარებაში, რაც ორი მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს. ესენია: 1. მორალური ნორმებისა და პრინციპების ცოდნის ზრდა და 2. მორალური გრძნობების - სინდისის, მოყვასის სიყვარულის, ემპათიისა და ღვთისმოშიშების - თვითგანვითარება. სიკეთის ქმედებისთვის, ცალმხრივად, მხოლოდ მორალური ნორმებისა და პრინციპების ცოდნა ან მხოლოდ მორალური გრძნობების მოცემულობა არ კმარა. საჭიროა ორივე ფაქტორის სინთეზი. ამიტომ, პიროვნებამ ერთდროულად უნდა განივითაროს როგორც მორალური ცოდნა, ისე მორალური გრძნობები. წიგნში საუბარია სწორედ ამ ორი ფაქტორის თვითგანვითარების შესახებ.