ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბეთქილის ბილიკებზე

გამოცემის წელი1962
გამომცემლობანაკადული

,,საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა ჯგუფი ზაფხულობით თითქმის ყოველწლიურად აწყობს ტურისტულ ლაშქრობას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ლაშქრობა მოეწყო სვანეთში. ჩვენ მოგზაურთა აღწერილობებიდან ვიცნობდით სვანეთის წარსულს, და ახლა, როდესაც შევცქეროდით მარადიული მყინვარებით თავშემკობილ მის ბუმბერაზ მთებს, ამ მთათა კალთებზე მცხოვრებ ადამიანებს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყოველ ნაბიჯზე ვხედავდით იმ დიდ გარდაქმნებს, რომელიც ახალმა ცხოვრებამ მოახდინა მთაში, წიგნში ჩართული ფოტოსურათების ნაწილი გადაღებულია ჩვენი ტურისტული ჯგუფის მონაწილეთა მიერ, ნაწილი კი ამოღებულია აკად. ნ. კეცხოველის ფოტოარქივიდან. ვსარგებლობ შემთხვევით და გულითად მადლობას ვუხდი ყველა იმათ, ვინც დიდი სტუმართმოყვარეობით მიიღო ჩვენი ჯგუფი და კიდევ უფრო გაგვიმტკიცა სიყვარული თავისი შრომისმოყვარე, ამაყი ხალხისადმი" – თენგიზ ონიანი.