ციალა ქურციკიძის კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომიდან მკითხველი ბევრ საინტერესოს შეიტყობს არა მხოლოდ ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური თვალსაზრისით. ცალკეული საკითხების შესწავლისას შეუძლებელია, გვერდი აუარო ქართული ეკლესია-მონასტრების საზღვარგარეთულ კერებსა და იქ მოღვაწე უზარმაზარი ცოდნისა და გაქანების მქონე ქართველ საეკლესიო მამებს, რომელთა მიერ შესრულებული თარგმანები მხატვრული ღირსებით არ ჩამოუვარდება დედნებს.