„განძთა ქვაბი“ (ქართული თარგმანის მიხედვით – „ქუაბი საგანძური“, ტექსტი, V,17) აპოკრიფული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თავისებურ ეგზეგეზას წარმოადგენს, აპოკრიფული მასალით უხვად გაჯერებულს. III ს-ში სირიულ ენაზე შექმნილი ეს თხზულება ბერძნულად არ არსებობს. ქართული თარგმანი არაბულიდან მომდინარედაა მიჩნეული.