წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები და ღონისძიებები. ნაშრომი ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველ განყოფილებაში მოცემულია საიუბილეო ღონისძიებათა ამსახველი მასალები: მარიამ ჩხარტიშვილის გამოკვლევა, რომლის მიზანია ქართულ ისტორიოგრაფიაში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის შეტანილი ღვაწლის წარმოჩენა. ამავე განყოფილებაში ქვეყნდება საიუბილეო დღეების ამსახველი მოკლე საინფორმაციო წერილი და, აგრეთვე, კონფერენციის პროგრამა და სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ პირების მილოცვების ფოტოები და ტექსტები. მეორე განყოფილება წარმოადგენს ზემოთ აღნიშნულ კონფერენციაზე წაკითხულ მოხხენებებს.