ნაშრომი ეხება ინგლისური და ფრანგული ენების იმ ფრაზეოლოგიური ერთეულების შიდა ფორმის გაბუნდოვანების ფენომენს, რომლებიც შეიცავენ კომპონენტ რელიგიონიმებს, ანუ სხვადასხვა სპეციალიზაციის რელიგიურ ლექსიკას. კვლევის მთავარ მეთოდს წარმოადგენს მეცნიერული აღწერა რომელიც შეიცავს ინტერპრეტაციის, სისტემატიზაციის, კლასიფიკაციის ხერხებს, ასევე სტატისტიკურ მეთოდებს.