ნაშრომში განხილულია სიტყვათა განლაგების ძირითადი საკითხები აფხაზურ ატრიბუტულ სინტაგმასა და ფინიტური და ინფინიტური წყობის წინადადებაში; კერძოდ: სათანადო მასალების ანალიზის საფუძველზე დადგენილია სიტყვათა რიგის სინტაქსური და სტილისტიკური ფუნქციები, მიზეზები რომლებიც შეაპირობებენ სიტყვათა სხვადასხვაგვარ განლაგებას სხვადასხვა შემთხვევაში, აგრეთვე თავისებურებანი, რომელთაც გარკვეული მნიშვნელობა აქვთ ერგატიული კონსტრუქციის პრობლემისათვის აფხაზურსა და ზოგ სხვა იბერიულ-კავკასიურ ენაში.