კაპიტალისტური სისტემა უკვე სამი ასწლეულია მსოფლიოს დომინანტური ეკონომიკური მოდელია. სისტემა, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკურ სიკეთეებთან ერთად, უამრავი უბედურება და უთანასწორობა მოიტანა, საქართველოში უკანასკნელი 30 წელია დიდი სისწრაფით იკიდებს ფეხს; კაპიტალიზმს მოჰყვება თავისი კულტურული კოდები, კულტურის ინდუსტრია, რომელიც ეკონომიკური რეალობის გამყარებაა კულტურის სფეროში; ამ კრებულის მიზანია წარმოაჩინოს და გააკრიტიკოს, როგორც კაპიტალიზმის ეკონომიკური, ისე მისი ზედნაშენის - კულტურის ინდუსტრიის მოქმედების პრინციპები და ალგორითმები.