წინამდებარე მონოგრაფია იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის საფუძვლის წარმოჩენას ისახავს მიზნად. მასში ისტორიულ-შედარებითი მეთოდის თანამიმდევრული, მკაცრი და კორექტული გამოყენებით დამტკიცებულია აფხაზურ-ადიღური, ბასკურ-ქართველური და ნახურ-დაღესტნური ენობრივი ჯგუფების ურთიერთ ნათესაობა და მათი კუთვნილება ენათა იბერიულ-კავკასიური ოჯახისადმი.