ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

აჰა, მიიწურა ზამთარი

გამოცემის წელი2018
გამომცემლობაპალიტრა L

თბილისში ნაადრევად მოსული თოვლი 30 წლის, მარტოხელა მამაკაცს ხუთი წლის წინ გაცნობილ უცნაურ გოგოს გაახსენებს. ეს გახსენება იმის აღიარებაც არის, რომ გულის სიღრმეში, მალულად, ის ისე ჰყვარებია, თვითონაც არ იცოდა. ამის შემდეგ რომანში ცოცხლდება ეპიზოდები ხუთწლიანი წარსულიდან, რომელიც მთლიანად ამ სიყვარულით არის სავსე. მაგდას, სხვებისგან განსხვავებულ გოგოს, ის პირველად ბავშვობის მეგობრის სახლში ხვდება. ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი გოგონა თითქოს არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს ზაზა ყიფიანზე, თუმცა ეს მხოლოდ – თითქოს. სამი წლის შემდეგ ისინი შემთხვევით კვლავ ხვდებიან ერთმანეთს გამოფენაზე და ზაზას მანამდე განუცდელი სიხარული ეუფლება. თუმცა აუხსნელი გადაულახავი ბარიერი ამ გრძნობის გამოხატვას აბრკოლებს. მაგდა ეუბნება თავის დროებით მისამართს მოსკოვში, სადაც ფიზიკა-მათემატიკას სწავლობს, და ისინი უცხოებივით ემშვიდობებიან ერთმანეთს.