„მესხური რეალიები „ვეფხისტყაოსანში“ წარმოადგენს ამავე სახელწოდებით 2000 წელს გამოცემული წიგნისა და შემდეგში ამავე თემაზე დამუშავებული მასალების კრებულს, რომელიც ეძღვნება დიდი „მესხი მელექსის“ – შოთა რუსთაველის 850 წლისთავს. კრებულში იმდენ სიახლეს იხილავს მკითხველი, რამდენი განხილული სიტყვაც არის, ასეთ სიტყვათა რაოდენობა კი 80-ს აჭარბებს.