ნაშრომში საარქივო დოკუმენტური წყაროებისა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით, შესწავლილია საქართველოში მცხოვრები გერმანელების, აფსუების, ბერძნების, ქურთების, აისორებისა და სხვ. ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ–ეკონომიკური და კულტურულ–პოლიტიკური ასპექტები. აქვე წარმოდგენილია კაზაკების, აზერბაიჯანის ქართული მოსახლეობისა და ფერეიდნელ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების საკითხები. ასევე განხილულია ზოგიერთი სექტის საქართველოში მოქმედების ისტორიის პრობლემები.