ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მწერლობის მოთვინიერება

გამოცემის წელი1990
გამომცემლობასარანგი

70-იანი წლების მეორე ნახევარში, უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, 1983 წელს გადავწყვიტე ამ ლექციების საფუძველზე დამეწერა. იგი კარგა მოზრდილი გამოვიდა, რომელსაც „მწერლობის მოთვინიერება“ დავარქვი. მაშინ, რა თქმა უნდა, ამ წიგნის დაბეჭდვაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მაგრამ ხელნაწერი მაინც წაიკითხა ნინო ადამიამ, მიხეილ ანთაძემ, ამირან გომართელმა, ლეილა ნანიტაშვილმა, ალექსანდრე პაპავამ ნანული პაპავამ, ნოდარ წულეისკირმა სხვებმა. 
როცა „მწერლობის მოთვინიერებას" ვწერდი, მიზნად არ მქონია ვისიმეს საყვედური – დამუნათება. არ მქონია იმიტომ, რომ არ ვიცი, თავად როგორ მოვიქცეოდი, იმათ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილიყავი, წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან, როცა სასქესო ორგანოებს მოაგლეჯენ, როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, როცა რკინის კეტებით ძვლებს დაუმტვრევენ, როცა ბოთლზე დასვამენ და ვინ იცის, რა წამებას მიაყენებენ... თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით. მაგრამ, როცა არაფერი გემუქრება ღა თბილ ლოგინში არხეინად ნებივრობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაში. 
მე უბრალოდ მინდოდა საბუთების მოშველიებით დროის სურათი დამეხატა და ამ. დროში განწირული ადამიანი (განსაკუთრებით მწერალი). „მწერლობის მოთვინიერების“ გამოცემა დღეს შესაძლებელია, მართალია, ზოგიერთ მკითხველს შეიძლება წიგნი მოძველებულად მოეჩვენოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რამ სწორედ ისე მოხდა„ როგორც ვვარაუდობდი.

ავტორი