წინამდებარე წიგნში მოცემულია შეგრძნებათა ურთიერთობის ფსიქოლოგიური პრობლემატიკის სისტემატიზაციის ცდა და ავტორის გამოკვლევები უმთავრეს საკითხებზე. წიგნი შეიცავს გარკვეულ დასკვნებს და მოსაზრებებს შეგრძნებათა ურთიერთობის პრობლემის დაყენების, შეგრძნების ინტენსივობისა და ქვალიტეტის ურთიერთობის, შეგრძნებათა (და, საერთოდ, ფსიქიკურ შინაარსთა) დიფერენციაციის ობიექტური პირობების, აღქმის კონტრასტის მოვლენის ცენტრალური და პერიფერიული განსაზღვრულობის და სხვა საკითხებზე.