,,წინამდებარე ანთოლოგია კრიტიკულ-თეორიული დამატებაა წიგნისა –,,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ (შესავალი ლიტერატურათმცოდნეობაში)“. დამატების მიზანი იყო, მომავალ ფილოლოგებს, ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს ლიტერატურა, მხატვრული აზროვნება მის სიღრმისეულ არსში დაენახათ. ამისთვის უშუალო გზა ლიტერატურული ქმნილებების კითხვაა. მაგრამ რადგან ლიტერატურას პასუხების საკუთარი და არც თუ მარტივი ფორმები აქვს, სწორი გზაა, ასე თქვათ, თვალი მივადევნოთ მწერლების მზერას, მათ თეორიულ მსჯელობებში რომ არის ასახული" – ნანა ტრაპაიძე.