,,კრებული, რომელიც დიდი ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის წინასიტყვაობითა და რედაქციით გამოიცა გასული საუკუნის 30-იან წლებში, დღეს რარიტეტია. თავის დროზე კი იგი საგანგებოდ შეიქმნა, როგორც სახელმძღვანელო; დიმიტრი უზნაძის სიტყვებით – „ჩვენი უმაღლესი სკოლის სტუდენტებისთვის“. კრებული 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა და მასში XX საუკუნის პირველი ნახევრის წამყვანი ფსიქოლოგიური თეორიები და მიმდინარეობებია წარმოდგენილი, რომელთა გარეშე დღეს ფსიქოლოგიური მეცნიერება არათუ ვერ მოიაზრება, არამედ ვერც იარსებებდა" – დალი ფარჯანაძე.