გურამ ფანჯიკიძემ არა ერთი შესანიშნავი წიგნი და სტატია უძღვნა მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატებს, რომელთა უშუალო მოწმე და დამსწრეც თვითონ იყო. ასევე მრავალი საინტერესო წერილი გამოაქვეყნა მან სამამულო ფეხბურთის პრობლემებზე. ამათგან ყოველივე საუკეთესოს თავი მოუყარა ამ კრებულში, წინ წაუმძღვარა ესპანეთის ჩემპიონატის შთაბეჭდილებათა მიხედვით დაწერილი ახალი ნარკვევები და ამ სახით სთავაზობს იგი მკითხველს.