ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სოციალური სამართლის სახელმძღვანელო

გამოცემის წელი2011
გამომცემლობა

სახელმძღვანელო ორი, ზოგადი და კერძო, ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში განმარტებულია დარგის სპეციფიკა, სოციალური სამართლის რეგულირების სფერო, შესაბამისი ტერმინები და წყაროები. ასევე, განხილულია სოციალური სამართლის იდეური და ისტორიული განვითარება. სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს იდეა მიმოხილულია არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ინტერდისციპლინარულ ჭრილში. დეტალურადაა განხილული ის სოციალური უფლებები, რომელიც კონსტიტუციურ სამართლებრივ რანგშია აყვანილი. ასევე განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოში სოციალური უფლების დაცვის სპეციფიკა. პირველი ნაწილი ასევე მოიცავს სოციალური სამართლის ევროპულ განზომილებასაც. ნაშრომის მეორე ნაწილი კი ეხება კონკრეტული სოციალური დაცვის კონკრეტულ სფეროებს, სოციალური დაცვის სხვადასხვა უწყებრივ და ტერიტორიულ საკითხებს, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების სასამართლოსადმი მიმართვას და სხვა პროცესუალურ საკითხებს.