ერთი გვარისა თუ სოფლის ისტორიაში, არცთუ იშვიათად, მთელი კუთხის სახე და თავგადასავალია არეკლილი. დათო ფიცხელაურის წიგნი „პირქუში ფიცხელაურების სალოცავია სწორედ ამ თვალსაზრისით არის საგულისხმო. ავტორი მოგვითხრობს საკუთარი გვარის ისტორიას და, გარდა მშობლებისა, გვაცნობს საინტერესო ბიოგრაფიების მქონე ადამიანებს, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს მის მეხსიერებაში.