,,პირველწყაროებზე, საარქივო მასალებზე, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, თუ საკუთარი დაკვირვებების გადმოცემით – ავტორი უამრავ საინტერესო ინფორმაციას აწვდის მკითხველს: მიმოიხილავს ხევის გეოგრაფიულ მდებარეობას, საზღვრებს, ტოპონიმებს, გადმოცემებსა და ისტორიას, თქმულებებს; მშვენივრად აღწერს მოხეურ თემს, თემურ ცხოვრებას და მის მართვას, მოხევეთა რელიგიურ რწმენებს და წარმოდგენებს, გაქრისტიანებას და მათ წარმართობანარევ ქრისტიანობას, სწორად ხსნის ხევის დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან თუ ცალკეულ აღზევებულ ფეოდალებთან, რომლებიც მათ დაყმევებას ცდილობდნენ. ვრცელი საუბარი აქვს მოხევეთა მონაწილეობაზე ზოგადქართულ მოვლენებში: ომებში, აჯანყებებში, მშვიდობიან ცხოვრებაში. ამ პროცესების გადმოცემის დროს კარგად იყენებს ფოლკლორს" – თეიმურაზ ფანჯიკიძე.